- პროექტის სახელწოდება: ,,ნაგავი სოფლად"
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: პროექტის თემაა სოფლის ნაგავსაყრელები და ზოგადად ეკოლოგიური კულტურა სოფლად.
- პროექტის აქტუალობა: გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სოფლებში ხშირია უკონტროლოდ არსებული ნაგავსაყრელები, ხდება მდინარეების დაბინძურება და ა.შ ვფიქრობთ, რომ ნაგავი სოფლად საკმაოდ აქტუალური თემაა.
- პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვას სოფლის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის გზით. ეკოლოგიური კულტურის ამაღლება და მისი დადებითი შედეგების გაცნობა საზოგადოებისთვის.
- მონაწილეთა ასაკი: VII-VIII 12-13 წელი.
- ვადები/ხანგრძლივობა: თვენახევარი
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუკტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სოფლის ნაგავსაყრელის უფრო ორგანიზებულად, პირუტყვისა და მოსახლეობისგან დაცულ ადგილას მოწყობა. პრეზენტაციის მოწყობა სუფთა სოფლზე და მის მნიშვნელობაზე ეკო და სასოფლო ტურიზმის განსავითარებლად. სოფლის თავშეყრის ან ტრადიციული დღესასწაულების ადგილებზე გამაფრთხილებელი აბრის არმართვა.
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ლიტერატურა ეკოლოგიაზე, ინტერნეტრესურსები. აბრა, საღებავები.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): თემის შერჩევა, შესაძლო აქტივობებისთვის დროის გაწერა, ფუნქციების დანაწილება, ძირითადი საკითხების დამუშავება, აბრის დახატვა და აღმართვა, პრეზენტაციის მომზადება. გაწეული სამუშაოს შეჯამება ჯგუფში და შემდგომ მისი დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეო.VII.4. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და
მრავალმხრივ გამოყენებაზე. გეო.VII.10. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გარემოსდაცვითი ღონისძიებების აუცილებლობა.
- ხელმძღვანელის ე.ფოსტა: beqabelqania@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: bbelqania.blogspot.com
გეოგრაფია
Saturday, August 25, 2012
პროექტის გეგმა
Subscribe to:
Comments (Atom)